პროცედურებში კიდევ ერთხელ მოვახდინეთ შესწორებები.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე: სპეციალური საჭიროების, არაქართულენოვანი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან მუშაობის შესახებ. მოვახდინეთ სასწავლო პროექტის გეგმის დასრულება. ვისაუბრეთ მასწავლებელი, როგორც ფალსილიტატორი.
დღეს საუბარი გვქონდა შეფასების ფორმებზე: განვიხილეთ ინდივიდუალური, ჯგუფური ანუ კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა.ვისაუბრეთ შექმნილი ნამუშევრების შეფასების ფორმებზე და მასწავლებლის თვითშეფასებაზე. ბლოგზე გავაკეთეთ გვერდები.
მეექვსე დღეს ვიყავით მოსწავლის როლში. შევქმენით პრეზენტაციისთვის ელექტრონული გაზეთი, სადაც განვათავსეთ ტექსტები და სურათები.ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
ღევანდელი ჩვენი ტრენინგი იყო შინაარსიანი.დღე დავიწყეთ წინა მასალის გახსენებით.გავიგეთ ვებ-გვერდისა და ლინკს შორის განსხვავება.ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა, სურათების შენახვა და ჩასმა. ბლოგზე შევქმენით გვერდები.
როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად და სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციების შექმნა
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიღეთ სტანდარტები და შედეგები და მოვარგეთ ჩვენ მიერ აღებულ თემას.ვისაუბრეთ ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.